ფოტო
საღებავგადაცლილი პარკირება ქუთაისში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში საღებავგადაცლილი ავტოსადგომის მონიშვნის ხაზები მღოლების უკმაყოფილებას იწვევს.

"არასწორად დგომისთვის ზედმიწევნით აჯარიმებენ ხალხს მაშინ, როდესაც პარკირების ნიშნები საერთოდ არ ჩანს," - ამბობს ტაქსის მძღოლი თეიმურაზ კაპანაძე.


"ვინც კარგად არ იცის მანქანის მართა და ასეთი მრავლადაა ქუთაისში, ისე აპარკინგებენ მანქანას ორი ავტომობილის სადგომ ადგილს იკავებენ, აუცილებელია ხაზები კარგად  ემჩნეოდეს",  - ამბობს ქუთაისში მცხოვრები კობა თამაზაშვილი.













ქუთაისის მერიის დაქვემდებარებში მყოფ შპს "პარკინგსერვისში" აცხადებენ, რომ საღებავგადაცლილი მონიშვნის ხაზები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე მოხდება.

"ეტაპობრივად დაწყებულია უკვე მონიშვნის ხაზების ხელახლა გადაღებვის სამუშაოები," - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე თქმით, შპს "პარკიგსერვისმა" 2016 წელს სულ 15 ათასი ლარის ღირებულების საღებავი შეიძინა. ხოლო ავტოსადგომების დახაზვა წელიწადში ორჯერ ხდება.

"ცვდება საღებავი იქედან გამომდინარე, რომ ცვეთა აქვს," - ამბობენ შპს "პარკინგსერვისში."

შპს "პარკინგსერვისმა" ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენჯერ განახორციელა სახელმწიფო შესყიდვის გამოცხადება საღებავების შესაძენად ამ და სხვა დეტალებზე ქუთაისიპოსრი მუშაობას აგრძელებს და მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ამ დროისთვის ქუთაისში პარკირების 274 ადგილია. აქედან, 147 საერთო სარგებლობისაა, ხოლო 77 სპეცადგილი.

2016 წლის იანვრიდან ქუთაისის ტერიტორიაზე პარკირების ახალი ტარიფები ამოქმედდა.

Print