ფოტო
საფრთხის შემცველი მიშენებები საცხოვრებელ კორპუსებზე (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში მრავალსართულინი ბინების უმრავლესობას მიშენები აქვს. ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ქალაქში არსებულ მაღალსართულიან კორპუსებზე მიშენებების ნებართვა მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაიცემა.
"მაგრამ არის, ისეთი მიშენებები, რომლებიც უკანონოდ არის შესრულებული. მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები აფრთხილებენ მოქალაქეებს,  რომ ჩამოხსნან ასეთი მიშენება. თუ კი არ მოხდება ამის გათვალისწინება, მაშინ პირი დაჯარიმდება", -  განმარტავენ მერიაში. უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ თუკი მიშენება 10 წლის წინ არის აშენებული, ასეთ შემთხვევაში მასზე საჯარიმო სანქცია არ ვრცელდება.

ქუთაისის მერიამ ბოლო სამი წლის განმავლობაში რამდენი ნებართვა გასცა საცხოვრებელი კორპუსების მიშენებაზე და ასევე, მის უნებართვო მოწყობაზე რამდენი პირი დაჯარიმდა - ამ კითხვით ქუთაისიპოსტმა მერიას წერილობით უკვე მიმართა. ინფორმაციას, უწყებიდან პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

















ამავე თემაზე:

ქუთაისი "კამიკაძე აივნებით" - ხვიჩა ვაშაყმაძის ვიდეობლოგი
Print