ახალი ამბები
ქუთაისიპოსტის მიმართვის შემდეგ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებენ (ფოტო)
FaceBook
ქუთაისიპოსტის მიმართვის შემდეგ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ბალახისგან შპს "ქალაქსერვისის" წარმომადგენლები თიბავენ.

სამუშაოების ზედამხედველის განმარტებით, მათ ეს დავალება გუშინ, მიმდინარე წლის 21 ივნისს ქუთაისის მერიისგან მიიღეს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში კი განმარტავენ, რომ პარლამენტიდან მიმართვა ტერიტორიის დასუფთავების შესახებ რამდენიმე დღის წინ მიიღეს.

"პერიოდულად სუფთავდება მომართვის საფუძველზე," - განმარტეს მერიაში.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა მუშებმა არ იციან როდის დასრულდება ბალახის გათიბვა.

"შეიძლება ხვალ წვიმა იყოს და გავჩერდეთ," - ამბობენ მუშები.








ქუთაისში პარლამენტის და მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესახებ ქუთაისიპოსტმა საკანონმდებლო ორგანოს მიმდინარე წლის 5 ივნისს წერილობით მიმართა.

პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტიდან საპახუსო წერილი კი, რომელიც 19 ივნისით თარიღდება, 21 ივნისს მივიღეთ, სადაც განმარტებულია, რომ ქუთაისში მდებარე შენობის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი ყოველწლიურად 12 300 ლარს შეადგენს.

ამავე დროს, საორგანიზაციო დეპარტამენტში განმარტეს, რომ მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-შენახვისა და მიმდინარე რემონტის თანხა ცაკლე ქუთაისში მდებარე შენობისთვის გამოყოფილი არ არის. ამის მიზეზად კი, საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტის სტრუქტურა სახელდება.

"2017 წელს ქ. თბილისსა და ქ. ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის სასახლეების და მიმდებარე ტერიტორიების მიმდინარე რემონტისთვის განსაზღვრულია 780 000 ლარი," - აღნიშნულია პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტიდან მიღებულ წერილში.

თუ როდის მოხდება ქუთაისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რემონტი, ამის შესახებ ზემოთხსენებულ წერილში არაფერია ნათქვამი.
Print