ფოტო
მოუვლელი ტერიტორია და განადგურებული ინფრასტრუქტურა ქუთაისში პარლამენტის მიმდებარედ (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მოუვლელი, ინფრასტრუქტურა კი განადგურებულია.
ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობის სახლის ირგვლივ არსებული მთლიანი ტერიტორია ბალახითაა დაფარული.

ასევე, მწყობრიდანაა გამოსული წყლის  ყველა ონკანი, განადგურებულია სანაგვე ურნები და მოსასვენებელი სკამები.

ნახეთ  ფოტორეპორტაჟი:



















ქუთაისიპოსტი დაინტერესდა რომელ უწყებას ევალება პარალამენტის მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობა. თავდაპირველად, ადგილობრივ ხელისუფლებას მივმართეთ, სადაც განგვიმარტეს, რომ ეს მათ ფუნქციაში არ შედის.

ამის შემდეგ თავად საკანონმდებლო ორგანოს მივმართეთ. პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტიდან წერილობით გვიპასუხეს, რომ ქუთაისში, ი. აბაშიძის #26-ში მდებარე უძრავ-მოძრავი ქონება პარლამენტის აპარატს 2016 წლის 16 მარტს გადაეცა.

მათივე ცნობით, ქუთაისში პარლამენტის შენობის ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი ყოველწლიურად 12 300 ლარს შეადგენს. ამავე დროს, საორგანიზაციო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-შენახვისა და მიმდინარე რემონტის თანხა ცაკლე ქუთაისში მდებარე შენობისთვის გამოყოფილი არ არის. ამის მიზეზად კი, საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტის სტრუქტურა სახელდება.

"2017 წელს ქ. თბილისსა და ქ. ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის სასახლეების და მიმდებარე ტერიტორიების მიმდინარე რემონტისთვის განსაზღვრულია 780 000 ლარი," - აღნიშნულია პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტიდან მიღებულ წერილში.

თუ როდის მოხდება ქუთაისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ბალახისგან გასუფთავება და არსებული ინფრასტრუქტურის რემონტი, ამის შესახებ ზემოთხსენებულ წერილში არაფერია ნათქვამი.

თუმცა, მიმდინარე წლის 21 ივნისის რიგგარეშე პლენარული სხდომის პარალელურად, რამდენიმე მუშა ტერიტორიას ბალახისგან საგანგებოდ ასუფთავებდა.


Print