ფოტო
ქუთაისის უბნები ძველ ფოტოებში - ჯაჭვის ხიდი (ფოტო)
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" გთავაზობთ რუბრიკას სახელწოდებით "ქუთაისის უბნები ძველ ფოტოებში".

რუბრიკის ფარგლებში, თვეში ერთხელ ქუთაისის ერთი კონკრეტული უბნის ძველ ფოტოს ახალი რაკუსით შემოგთავაზებთ.

ნახეთ, გასული საუკუნის დასაწყისში გადაღებული ჯაჭვის ხიდის ფოტო, რომელიც ქუთაისის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმშია დაცული.

დღევანდელი ხიდის ძირითადი საყრდენი 1770-იანი წლებისაა. მათზე თავდაპირველად ხის ხიდი ააუგიათ. ის არქიელის ხიდად იწოდებოდა.
1850-იან წლებში, ჯაჭვებზე დაკიდებული ხის "ფერმის" აგების შემდეგ, ხიდს დღევანდელი სახელი შეერქვა. 1869 წელს ფურგონების გადასვლისას ხიდი ჩამწყდარა. ის ოდნავ მოგვიანებით, 1884-85 წლებში, ქალაქის ხარჯით აღადგინეს. ინგლისში დამზადებული ლითონის ფერმა ხიდზე ინჟინერმა ზალსკიმ დაამონტაჟა.

ერთ-ერთი ვერსიით, ინგლისური გემისაა ხიდის ჯაჭვებიც, რომლებიც ქალაქ ფოთიდან ჩამოუტანიათ.

ახლანდელი ხიდი 1995 წელს აღადგინეს.



ნახეთ ამავე რუბრიკის ფარგლებში მომზადებული ქუთაისის ძველი უბნების ფოტოები:


ქუთაისის უბნები ძველ ფოტოებში - მე-3 საჯარო სკოლა (ფოტო)

ქუთაისის უბნები ძველ ფოტოებში - ცენტრალური ბულვარი (ფოტო)

ქუთაისის უბნები ძველ ფოტოებში - რესტორანი "თოლია" (ფოტო)

ქუთაისის უბნები ძველ ფოტოებში - ფალიაშვილის ქუჩა (ფოტო)

ქუთაისის უბნები ძველ ფოტოებში - პოლიციის მე-2 განყოფილება (ფოტო)

ქუთაისის უბნები ძველ ფოტოებში - ბაღის კიდე (ფოტო)

ქუთაისის უბნები ძველ ფოტოებში - "გამარჯვების მოედანი" (ფოტო)

ქუთაისის უბნები ძველ ფოტოებში - "სადგურის მოედანი" (ფოტო)


ქუთაისის უბნები ძველ ფოტოებში - ცენტრალური მოედანი (ფოტო)
Print