ფოტო
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ქუთაისში (ფოტო)
FaceBook

საკონფერენციო დარბაზი, აიეტის დარბაზი, აიეტის ცვილის ქანდაკება, ოქროს საწმისის ფიგურა, არგოს მითის თემატიკაზე  მოხატული კედლები - ასე გამოიყურება  ქუთაისის  საინფორმაციო ცენტრის ახლაგახსნილი შენობა.

ობიექტის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 162 000 ლარი გამოიყო.

 



საკონფერენციო დარბაზი


აიეტის დარბაზი


აიეტის ცვილის ფიგურა


რუსი მხარტვის მიერ მოხატული კედელი


ოქროს საწმისი


ქუთაისში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი 2 მაისამდე მერიის ადმინისტრაციულ შენობაში იყო განთავსებული. ცენტრისთვის  "მირზაანის" ყოფილი შენობა მერიამ 2015  წელს შეიძინა, ხოლო  ობიექტის მოსაწყობად  სახელმწიფო შესყიდვა  გასულ წელს გამოაცხადა, სადაც გამარჯევბულ კომპანიად შპს "პარმარი" დასახელდა. კომპანიამ ობიექტის კეთილმოწყობის სანაცვლოდ ბიუჯეტიდან 162 000 ლარი მიიღო.



ამავე თემაზე:

არგო, ზღვა და მზე - ქუთაისის ტურიზმის ცენტრის მოხატული კედელი (ფოტო)

ქუთაისის მერიამ "მირზაანის" შენობა შეიძინა

ქუთაისში ტურისტული ცენტრის გახსნაზე ლენტი განჯის მერმა გაჭრა

ქუთაისში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შენობის ნაწილს აუქციონზე გაიტანენ

ქუთაისის ტურიზმის ცენტრმა 2 მაისიდან ამ დრომდე 600 ტურისტი მიიღო
Print