ფოტო
მაუდის დამწვარი შენობა ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)
FaceBook
ქუთაისში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე, სს "მაუდი 2000"-ის შენობაში გაჩენილმა ხანძრმა 700 კვ.მ ფართი გაანადგურა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, ინდ.მეწარმეებმა, რომლებსაც შენობაში ფართები კომერციული მიზნით ჰქონდათ დაქირავებული, ათასობით ლარის ზარალი განიცადეს.

ცეცხლმა სრულად გაანადგურა შენობის მეორე სართული და პირველი სართულის ნაწილი. 

დამწვარია ფეხსაცმელების საამქროები და სასურსათო მაღაზია. სულ 6 ობიექტი. 

უვნებელი  მხოლოდ 300 კვ.მ-დე ფართი გადარჩა,  რომელსაც შენობის უკვე დამწვარი ნაწილისგან ტიხარი ჰყოფდა. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ქონების დაზიანებას გულისხმობს. 

ამავე თემაზე:

ქუთაისში "მაუდი 2000"-ის შენობა დაიწვა

მაუდის ქარხნის შენობაში ხანძრის შედეგად 700 კვ.მ კომერციული ფართი დაიწვა


იხილეთ ფოტორეპორტაჟი:





























Print