ფოტო
როგორ იცვლებოდა ქუთაისის "ტორპედოს" ლოგო, სახელწოდება და ჰიმნი (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის საფეხბურთო კლუბის ლოგო დაარსებიდან 6-ჯერ, ხოლო სახელწოდება 7-ჯერ შეიცვალა. 

"ტორპედოს" ახლანდელი ლოგო 2015 წელს ქუთაისის მერიის ნებათვით კლუბის მიერ გამოცხადებული კონკურსის გზით შეარჩიეს. მისი ავტორი ქუთაისელი გრაფიკოსი, სოსო ბაბუნაშვილი გახლავთ.

საფეხბურთო გუნდის აღმასრულებელი დირექტორი, ზურაბ ჩაკვეტაძე განმარტავს, რომ კომისიამ ეს ვარიანტი 16 წარმოდგენილ ლოგოს შორის შეარჩია.
"ლოგოს თემატიკა ქალაქის დროშისა და გერბის ფერების მიხედვითაა წარმოდგენილი," - ამბობს ზურაბ ჩაკვეტაძე.

როგორ იცვლებოდა ქუთაისი "ტორპედოს" ლოგოები იხილეთ ფოტოზე:





საფეხბურთო კლუბი "ტორეპედო" ქუთაისი 1946 წელს დაარსდა. პირველად გუნდმა სახელწოდება 3 წლის შემდეგ შეიცვალა და "ლოკომოტივი" ქუთაისი გახდა. 1960 წელს ისევ ძველი სახელი დაიბრუნა. 30 წლის განმავლობაში გუნდი ჩემპიონატებში ამ სახელწოდებით გამოდიოდა. 1990 წელს კი საფეხბურთო კლუბი "ქუთაისი" გახდა, 1992 წელს - "ტორპედო" ქუთაისი, 2008 წელს - "ტორპედო 2008" ქუთაისი, 2010 წლიდან კი გუნდმა დაარსებისდროინდელი სახელი დაიბრუნა. გუნდისთვის პირველი ჰიმნი კი 1987 წელს შეიქმნა.

რაც შეეხება ჰიმნს, გუნდისთვის პირველად ის 1987 წელს შექმნეს. 2010 წელს კი "ტორპედოს" ჰიმნი ჯგუფი "ფრანის" შესრულებით აჟღერდა.  2011 წელს კლუბის ფანკლუმა შექმა ჰიმნი "გამარჯვების დღეს", რომელსაც მხიარულდა და საზრიანთა კლუბის "ადრენალინი" წევრები ასრულებენ. "ტორპედოს"გულშემატკივართა  ბოლო ჰიმნი 2013 წელს გამოჩნდა. კლუბის ფანკლუბის სიმღერა "იტორპედე" ლევან ჯოჯუამ და გიორგი შენგელიამ შეასრულეს.





Print