ფოტო
დევნილთა გაყიდული საცხოვრებელი ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)
FaceBook
ქუთაისში, ტაბიძის # 23-ში შენობა, სადაც 16 დევნილი ჯახი ცხოვრობდა, გაიყიდა. დევნილთა უმრავლეოსობამ, რომლებიც სახელმწიფომ ალტერნატიული ფართით დააკმაყოფილა, შენობა უკვე დატოვა.  სამი ოჯახი კი ამ დრომდე ბინის მოლოდინშია.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, სამივე  ოჯახს ალტერნატიული ფართი შეთავაზებული აქვთ, თუმცა, ისინი სხვადასხვა მიზეზით  შეთავაზებაზე უარს ამბობენ.



დევნილებთან ერთად შენობაში ორი თვითნებურად შესახლებული ოჯახიც ცხოვრობს.

შენობის ახალმა მფლობელმა, # 1 ჯანდაცვის პირველადი ცენტრის ხელმძღვანელმა, გიორგი მიმინოშვილმა,შენობაში დარჩენილებს  კუთვნილი ფართის დატოვების მოთხოვნით სასამართლოში უკვე უჩივლა.

როგორ გამოიყურება დევნილთა საცხოვრებელი და რა პირობებში ცხოვრობს 5 ოჯახი,  ნახეთ ფოტორეპორტაჟი.


ამავე თემაზე:

ცხოვრება გასახლების მოლოდინში


Print