ფოტო
უქმე დღეები საქართველოში (ინფოგრაფიკა)
FaceBook
საქართველოში ოფიციალურად უქმედ 17 დღეა გამოცხადებული. შესაძლოა, მათ კიდევ ერთი დაემატოს.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა დიდგორის ბრძოლის დღის, 12 აგვისტოს "საქართველოს დიდი გამარჯვების" დღედ გამოცხადებას და უქმედ დაწესებას მხარი დაუჭირა. კანონპროექტი განსახილველად პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ და სამი მოსმენის შემდეგ დაამტკიცონ.

უქმე დღეებს საქართველოს შრომის კოდექსი განსაზღვრავს. კოდექსის 20-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, უქმე დღეებში დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა. დასაქმებული კი უფლებამოსილია, უქმე დღეების ნაცვლად, სხვა დასვენების დღეები მოითხოვოს, რაც შრომითი ხელშეკრულებით უნდა განისაზღვროს.



Print