ფოტო
სოციალური საცხოვრისი ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)
FaceBook
ქუთაისში,ნიკეას ქუჩაზე სოციალური საცხოვრისისთვის განკუთვნილი შენობის რეაბილიტაცია დასრულდა. ადგილზე მოწყობითი  სამუშაოები მიმდინარეობს. ოთახების უმრავლესობაში ავეჯიც შეტანლია. 



სოციალურ საცხოვრისში ერთოთახიანი ბინა 36 კვმ-ია.


62.კვმ-ია ოროთახიანი ბინების ფართი

სოციალურ საცხოვრისში, სადაც ბინა 48 უსახლკარო ოჯახმა უნდა მიიღოს, ერთი და ოროთახიანი ბინებია. ფართი ბენეფიციარებს სამზარეულოსა და საძინებლის ავეჯთან ერთად გადაეცემა. ყველა ბინაში მოწყობილია ინდივიდუალური სააბაზანო.

შენობის პირველ სართულზე კი 200 კვ.მ–ზე სამზარეულო მოეწყობა. შენობაში არის ლიფტი.

სამუშაოებს მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია "სანო" ახორციელებს.

სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირველ ეტაპზე 1 მილიონი ლარი დაიხარჯა, მიმდინარე წელს კი ამ მიზნით ბიუჯეტში დამატებით 1 500 000 ლარის გათვალისწინება მოხდა.

უსახლკაროებისთვის თავშესაფრის მისაღებად განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია.

ბინების განაწილებას ქუთაისის მერიაში შექმნილი კომისია განახორციელებს.

კომისია ფართების განაწილების დროს სპეციალური წესით იხელმძღვანელებს, რომელიც ქუთაისის საკრებულომ უკვე დაამტკიცა.

ბენეფიციარები ბინებს 5 წლის ვადით მიიღებენ.



ფოტო სრულად ნახეთ აქ.



Print