ფოტო
გაძარცვული საფლავი და დაკავებული დეპუტატი (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე, სადაც საკრებულოს დეპუტატის ლაშა გვენეტაძის მამის საფლავი გაძარცვეს, მოპარულია საფლავის ქვაზე მიმაგრებული სპილენძის ბარელიეფი.


ერთი თვის წინ მომხდარ ქურდობის ფაქტზე, ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, საკრებულოს დეპუტატმა ძმასთან ერთად მძარცველი სცემა, რასაც პროკურატურის მხრიდან მათი დაკავება მოჰყვა.

"ამაზე აჟიოტაჟი იყო. თავისთავად მეპატრონე რომ მოვიდა და გაძარცვული ნახა, გაბრაზდა. პოლიციაში მეც დამიბარეს და გამომკითხეს, თუ ვინ არის პასუხისმგებელი სასაფლაოს მეთვალყურეობაზე ან ვინმე იცავს თუ არა. ვისი საფლავიც გაქურდეს, საკრებულოს წევრის ახლობელი იყო. სხვა მეტი არაფერი ვიცი",  - ამბობს საფიჩხიის სასაფლაოს მენეჯერი, რევაზ ჩიხლაძე.

ჩიხლაძის თქმით, სასაფლაოზე მათ მხოლოდ დღის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე მეთვალყურეობა ევალებათ. მისი ინფორმაციით, საფიჩხიის სასაფლაოზე ქურდობის ფაქტები არცთუ იშვიათად  ხდება. "სპილენძი, ალუმინი და ასეთი რამეები მიაქვთ ხოლმე", - აღნიშნავენ საფიჩხიის სასაფლაოს ადმინისტრაციაში.

საქართველოს პროკურატურაში ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, ლაშა გვენეტაძის დაკავებას ადასტურებენ.

"ქუთაისისპოსტთან" საუბარში უწყების საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა , ნათია სუხიაშვილმა განმარტა,  რომ საკრებულოს წევრის მხრიდან შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება სსკ 143-ე მუხლის მე-3 ა და ე ქვეპუნქტითაა  დაწყებული.

რაც, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.
პირს წარდგენილი ბრალეულობის დამტკიცების შემთხვეავში 10- დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ემუქრება.



"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, ლაშა გვენეტაძე, ძმასთან ერთად, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
Print