ფოტო
შეშა ზამთრისთვის იმერეთის მუნიციპალიტეტებში (ინფოგრაფიკა)
FaceBook
ზამთრის სეზონთან დაკავშირებით იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგეობებს მოსახლეობა შეშის მოთხოვნით მიმართავს.

მათ, ძირითადად, მეორეხარისხოვანი, გადაბელვითი, სანიტარული ჭრით მოპოვებული და სტიქიისგან დაზიანებული ხეებისგან მიღებული საშეშე მასალა გადაეცემათ.

მუნიციპალიტეტები ერთ ბეფეციარზე 1–დან 5კუბურ მეტრამდე შეშას გასცემენ.

საწვავი მერქანი გაიცემა მრავალშვილიან ოჯახებზე, დევნილებზე, მარტოხელა მოხუცებზე, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებსა და შშმ პირებზე.

2016 წელს იმერეთის რეგიონში საჩხერის გამგეობა ერთადერთია, რომელსაც შეშით დაკმაყოფილების თაობაზე არც ერთმა მოქალაქემ მიმართა. თუმცა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქანი 38 შეჭირვებულ ოჯახს გადაეცა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტი კი ერთადერთი აღმოჩნდა, სადაც 65 მიმართვიდან არც ერთი დაკმაყოფილდა.

"გამომდინარე იქედან, რომ ქალაქის ტერიტორიაზე არ მომხდარა არც ერთი ავარიული და ხმელი ხის მოჭრა, შესაბამისად, ვერ დაკმაყოფილდა ვერცერთი მოქალაქის მოთხოვნა საშეშე მასალის მიღების თაობაზე," – აღნიშნულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებულ წერილობით პასუხში.

ქუთაისიპოსტი გთავაბობთ ვიზუალიზაციას, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით, სათბობ შეშაზე მოთხოვნისა და ამ დროისთვის დაკმაყოფილებულთა რაოდენობის შესახებ.

გამგეობების ინფორმაციით, ბენეფიციართა განცხადებების დაკმაყოფილება გრძელდება.



Print