ფოტო
საახალწლოდ მორთული ქუთაისი (ფოტორეპორტაჟი)
FaceBook
ქუთაისში საახალწლო მორთულობების მონტაჟი დასასრულს უახლოვდება, თუმცა განათების ნაწილი დაზიანებული და უხარისხოა.
სამუშაოების ხარვეზებით შესრულებას ადგილობრივ თვითმმართველობაშიც აღიარებენ და აცხადებენ, რომ ინდ.მეწარმე კობა ჯღარკავა, რომელმაც ტენდერი 47 000 ლარად მოიგო, დაჯარიმდება.

"ზოგიერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს უხარისხო და არაჯეროვნად შესრულებულ სამუშაოსთან, რამაც საზოგადოების ერთი ნაწილის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია. გამომდინარე აქედან, თვითმმართველობა კონტრაქტორის დაჯარიმების გადაწყვეტილებას მიიღებს", – აღნიშნულია გაცხადებაში, რომელიც ქუთაისის მერიის პრესსამსახურმა სოცილიალური ქსელის facebook გვერდზე გაავრცელა.

ქუთაისიპოსტისთვის მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქში საახალწლო განწყობის შესაქმნელად ჯამში 250 000 ლარს დახარჯავს, აქედან საახალწლო გაფორმებისთვის ბიუჯეტიდან 174 900 ლარი, კულტურული ღონისძიებებისთვის კი 74 600 ლარი დაიხარჯება.

როგორ გამოიყურება საახალწლოდ მორთული ქუთაისი, ნახეთ ქუთაისიპოსტის ფოტორეპორტაჟი.




ფოტორეპორტაჟი ვრცლად იხილეთ აქ

Print