ფოტო
ხანძრის შედეგები - დამწვარი შენობა, განადგურებული არქივი და ინვენტარი (ფოტორეპორტაჟი)
FaceBook
ქუთაისში ხანძრის შედეგად დამწვარ თეატრის მოღვაწეთა კავშირის შენობაში ზარალი ამ დრომდე არ დათვლილა.

შემთხვევა მიმდინარე წლის 9 დეკემბერს მოხდა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლევან როხვაძე ამბობს, რომ განადგურებულია წიგნადი არქივი, ნახატები და ხატები, ასევე, აღარ არსებობს შენობაში არსებული ინვენტარიც.

"რაც ვნახე, განადგურდა 3 უძვირფასესი ნახატი, 3 ხატი და წიგნები, რომელთა ღირებულება ალბათ 150 000 ლარს შეადგენდა.ჯერ კიდევ სველია ყველაფერი, გაშრება და ვნახავთ რა გადარჩა," - განახცადა "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ლევან როხვაძემ.






იხილეთ ფოტორეპორტაჟი სრულად.



ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ხანძარი 9 დეკემბერს, 11:30 საათისთვის გაჩნდა. ცოტა ხსნის შემდეგ ცეცხლი გვერდით შენობასაც გადაედო. 

თეატრალურ მოღვაწეთა კავშირში ხანძრის ლოკალიზებისთვის სახანძრო–სამაშველო სამსახურის 8 ბრიგადა მუშაობდა. (ფოტორეპორტაჟი შემთხვევის ადგილიდან ნახეთ აქ.)

"ენერგო-პრო ჯორჯია" ქუთაისის ცენტრში გაჩენილი ხანძრის შესაძლო გამომწვევ მიზეზად ელექტროსადენების გაუმართაობას კატეგორიულად გამორიცხვს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ შემთხვების ტერიტორიაზე სადენების დაზიანებას, ძაბვის ვარდნას, ავარიას ან მაღალ ძაბვას ადგილი არ ქონია.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი, ვადით - ერთ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით, ვადით - ორ წლამდე.

ხანძრის გაჩენის პირველი წუთები ნახეთ ვიდეოში


ამავე თემაზე:

ქონება, რომელიც ქუთაისში ხანძარმა გაანადგურა (ვიდეო)

Print