ფოტო
რას ნიშნავს უვიზო მიმოსვლა? (ინფოგრაფიკა)
FaceBook
უვიზო რეჟიმის გადაწყვეტილება არ ვრცელდება დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაზე.

უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ტერიტორიაზე თავისუფალ გადაადგილებას გულისხმობს.

შენგენის ზონა ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას მოიცავს.

წევრი ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.

არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია.

კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია.

უვიზო მიმოსვლით ისარგებლებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს ყველა მოქალაქე – 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური 90 დღის ვადით.
ამასთანავე, მათ შეუძლიათ გამოიყენონ 90 დღე ერთმანეთზე მიყოლებით ან ჯამში 90 დღე.

ქუთაისიპოსტი გთავაზობთ ამ თემაზე მომზადებულ ინფოგრაფიკას:



უვიზო მიმოსვლის შემოღების მთავარი წინაპირობა საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით (VLAP) განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებაა.

მისი შესრულებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ევროკავშირის N539/2001 რეგულაციაში, ცვლილების განხორციელების გზით, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება.
Print