ფოტო
სამდღიანი სტიქიის შედეგები ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)
FaceBook
ქუთაისის სამდღიანმა ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა და რამდენიმე ქუჩაზე ინფრასტრუქტურა დააზიანა.

სტიქიამ მელიქიშვილის ქუჩაზე  საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, თამარ მეფის ქუჩაზე კი ტაძრის ხარაჩოდან ჩამოვარდნილმა ფიცარმა ქალს თავის არეში დაზიანებები მიაყენა.

ასევე, თამარ მეფის ქუჩაზე სახურავი გადახადა საცხოვრებელ სახლს. ბუხაიძის ქუჩაზე კი 9 სართულიანი ბინიდან წყლის ავზი გადმოადგო.

ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების სამსახურში  ქუთაისიდან 70 შეტყობინება შევიდა.

ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ დაზარალებულ მოსახლეობას ქუთაისის მერია შესაბამისად დაეხმარება, ზარალის დათვლა კი ქარის ჩადგომის შემდეგ მოხდება, რადგანაც მუშაობა ამ დროისთვის გარკვეულ რისკებს შეიცავს.

ქალაქში შექმნილ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ქუთაისიპოსტმა ფოტორეპორტაჟი მოამზადა.



ნახეთ ფოტოები სრულად.



რეზი ბურჯანაძე
Print