ფოტო
"ტორპედო" საქართველოს თასის მფლობელი – გამარჯვება 15 წლის შემდეგ (ფოტორეპორტაჟი)
FaceBook
ქუთაისის "ტორპედო" დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი გახდა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.

ფინალური შეხვედრა ქუთაისის საფეხურთო კლუბსა და მარტვილის "მერანს" შორის ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მიმდინარე წლის 22 ნოემბერს გაიმართა.

"ტორპედომ" მარტვილის "მერანი" ანგარშით 2:1 დაამარცხა.

გოლები ტორპედოელებმა, გიორგი გურულმა და ბექა ტუღუშმა გაიტანეს, ხოლო "მერანის" ფეხბურთელმა ნიკოლოზ საბანაძემ ერთი ქულით უპირატესობა მეორე ტაიმში შეამცირა.

ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს თასის მფლობელი ბოლოს 15 წლის წინ გახლდათ.




მეტი ფოტო იხილეთ აქ:


რეზი ბურჯანაძე
Print