ფოტო
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი პროექტის პრეზენტაციიდან ორი თვის შემდეგ (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის პროექტის პრეზენტაციიდან, ორი თვის შემდეგ ტერიტორია მიტოვებულია.
ადგილობრივი მცხოვრებლები  განმარტავენ, რომ  პროექტის პრეზენტაციის შემდეგ
მიწის ნაკვეთი არავის მოუკითხია. 

"პრეზენტაციმდე მძიმე ტექნიკა მუშაობდა და აწესრიგებდა ტერიტორიას.  ახლა კი მხოლოდ საძოვრად არის ქცეული", - ამბობენ მუხნარის ტერიტორიაზე მცხოვრებელები. 



მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. ღონისზიებას მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები არავის დაუკონკრეტებია. მხოლოდ ის განაცხადეს, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს.
Print