ფოტო
სასაკლაოებში დაკლული პირუტყვი და წარმოებული პროდუქცია (ინფოგრაფიკა)
FaceBook
საქართველოში, 2016 წლის I და II კვარტლის მონაცემებით, სასაკლაოებში სულ 4 197 644 სული პირუტყვი დაიკლა.

წარმოებული ხორცის დაკლული წონა კი 16 799 262 კგ–ს შეადგენს.

სასაკლაოებში დაკლული პირუტყვისა და წარმოებული პროდუქციის შესახებ მონაცემებს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გასულ წელს საქართველოში 87 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა.

აქედან, 15 იმერეთში მდებარეობს. ამავე რაოდენობის სასაკლაო ფუნქციონირებს ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო დანარჩენი სხვა რეგიონებშია განთავსებული.

საქსტატის ცნობით, 2016 წლის I კვარტალში, ქვეყნის მასშტაბით, სასაკლაოებში 802 ადამიანი მუშაობდა, ხოლო II კვარტალში 813 პირი დასაქმდა.

2015 წელს ერთეული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი 2015 წელს 24,5 ლარს შეადგენდა, ცხვრის ან თხის დაკვლა - 8,6 ღირდა, ხოლო ღორის - 23,5 ლარი.

გასულ წელს კი სასაკლაოებში 777 ადამიანი მუშაობდა.










Print