ფოტო
საქართველოს მაღალმთიანეთში მოთოვა (ფოტო)
FaceBook
საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში 2016 წლის 24 სექტემბერს თოვლი მოვიდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი, ზოგან კი 20-25 მეტრი იქნება.

დედაქალაქში ღამით ჰაერის ტემპერატურა 14 გრადუსამდე ჩამოვა, ხოლო დღისით - 18 გრადუსი იქნება.

2016 წლის 25 სექტემბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმის შენარჩუნებას პროგნოზირებენ. მაღალმთიან რაიონებში კი ღამით თოვლჭყაპია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1;+4 გრადუსი იქნება.

26 სექტემბერს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის ტემპერატურა 18-23 გრადუსია მოსალოდნელი; აღმოსავლეთში კი 24 გრადუსამდე. თბილისში დღისით 22 გრადუსი იქნება. საქართველოში უნალექო ამინდი 28 სექტემბრამდე შენარჩუნდება.




სტეფანწმინდა, სოფელი ჯუთა
Print