ფოტო
უსახელო ქანდაკებები ქუთაისში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ბაღში და "ოქროს ჩარდახის" მიმდებარე ტერიტორიაზე უსახელო ქანდაკებებია განთავსებული.

მათი ნაწილი კი საერთოდ დამტვრეული და დაზიანებულია. როგორც ქუთაისის (იმერეთის) მხატვართა რეგიონულ ორგანიზაციაში აცხადებენ, ყველა ამ ქანდაკებაზე მითითებული იყო სახელწოდება, თუმცა სადღეისოდ წარწერები აღარ არსებობს. 
ქანდაკებები მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საერთაშორისო პლენერების დროს შეიქმნა. პლენერები 2001 და 2003 წლებში განხორციელდა და მასში ათობით ქართველმა და უცხოელმა მხატვარმა და მოქანდაკემ მიიღო მონაწილეობა.
„ქუთაისიპოსტი“ გთავაზობთ ე.წ. უსახელო ქანდაკებების ფოტორეპორტაჟს:

KutaisiPost

KutaisiPost

იხილეთ ფოტორეპორტაჟი სრულად

ეკა კუხალაშვილი
Print