ფოტო
ოჩამჩირე დღეს (ფოტო)
FaceBook
ოჩამჩირე აფხაზეთის ერთ-ერთი საკურორტო და უდიდესი რაიონია.

1989 წლის აღწერით მოსახლეობის რიცხვი ამ ტერიტორიაზე 75 388-ს შეადგენდა, 2003 წლის მონაცემებით კი აქ 24 629 ადამიანი ცხოვრობს. მათი უმეტესობა აფხაზია. ოჩამჩირეში, ასევე ცხოვრობენ გააფხაზებული ქართველები. ისინი რუსულად საუბრობენ.

ოჩამჩირის რაიონის ღირშესანიშნაობას ილორის წმინდა გიორგის ეკლესია, ბედიის სამონასტრო კომპლექსი, მოქვის ტაძრი, კინდღის ციხე-კოშკი, ათარისა და ოტაფის ციხეებია.

დღეისათვის ოჩამჩირეში ისტორიული ძეგლები, ისევე როგორც ქართველთა სახლები მიტოვებულია.

სახელწოდება "ოჩამჩირის" ორგვარი ახსნა არსებობს. ერთი მოსაზრებით (თ.სახოკია, ნ.მარი, ი.ყიფშიძე) ის ბზის თურქული სახელიდან "ჩიმშირ" მომდინარეობს. XIX საუკუნეში აქედან გაჰქონდათ ბზა, ე.ი. ბზის გასაყიდი ადგილი.

მეორე მოსაზრებით "ოჩამჩირე" მეგრული სიტვების "ოჩე" და "მჩირე" კომპოზიტს წარმოადგენს, რაც სიტყვა-სიტყვით "ვრცელ ყანას" ნიშნავს.



ოჩამჩირის რკინიგზის საგდური.



მიტოვებული საცხოვრებელი კორპუსი ოჩამჩირეში.



მიტოვებული სახლი ოჩამჩირეში.



მიტოვებული სახლი ოჩამჩირეში.




Print