ფოტო
საზოგადო მოღვაწეების მონუმენტები ინფორმაციის გარეშე ქუთაისში (ფოტო)
FaceBook

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში განთავსებულ მონუმენტებზე საინფორმაციო დაფები არ არსებობს.


ამ დროისთვის ქალაქის ცენტრალურ ბაღში არსებულ აკაკი წერეთლის, ზაქარია ფალიაშვილისა და დები იშხნელების მონუმენტებზე, საზოგადო მოღვაწეების შესახებ ინფორმაცია მითითებული არაა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ტურისტები ხშირად ინტერესდებიან ვინაა ძეგლზე გამოსახული, როგორია მისი იტორია და ვის ეკუთვნის კონკრეტული ნამუშევარი.

"მოდიან ტურისტები, უღებენ სურათებს ძეგლებს და მე მეკითხებიან ვისი არისო. ძირითადად, რუსული ენის მცოდნეები არიან და ვინც იცის რუსული ეუბნება. აუცილებელია იყოს წარწერები, რომ დამსვენებელმა, უცხო ადამიანმა იცოდეს ვის უღებს ფოტოებს", - ამბობს ქუთაისში მცხოვრები, ვალერი გაბისონია.

მოსახლეობა ქუთაისში მონუმენტებზე საინფორმაციო დაფების განთავსებას ითხოვს.






რეზი ბურჯანაძე

 

Print