ფოტო
როგორი იქნება ქუთაისის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი (ფოტო)
FaceBook
ყოფილი ლუდსახარში "მირზაანის" შენობას, სადაც ტურისტული საინფორმაციო ცენტრი განთავსდება, სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდება.

ქუთაისის მერიამ ამისთვის 217 364 ლარის ღირებულების ტენდერი მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტურისტული საინფორმაციო ცენტრის შენობის პირველი სართული სამეურნეო დანიშნულების ფართს და საწყობს დაეთმობა, მეორე სართულზე ეთნოგრაფული კუთხე, ბარგის შესანახი და ვირტუალური გიდის ოთახები განლაგდება.



შენობის მესამე სართული საინფორმაციო ცენტრის გარდა სუვენირების მაღაზიას, საბანკო მომსახურების პუნქტს, კერძო ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებსა და ადმინისტრაციას დაეთმობა.



მეოთხე სართული კი საკონფერენციო დარბაზსა და საგამოფენო სივრცეს დაეთმობა.



სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რუსთაველის #9–ში მდებარე ყოფილი ლუდსახარში "მირზაანის" შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში უნდა დაიწყოს და 4 თვეში დასრულდეს.
Print