ფოტო
ქუთაისის ცენტრში ორი კედელი იხატება (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში კინოთეატრ "მონპლეზირის" ტერიტორიაზე ორი კედელი იხატება.

"ერთ კედელზე წარწერა იქნება "მე შენ მიყვარხარ", მეორეზე კი გოგონას მულტიმედიური პორტრეტი განთავსდება," - ამბობს მხატვარი, ზურა არაბიძე, რომელიც "მე შენ მიყვარხარ" ნახატს ასრულებს.

გოგონას მულტიმედიური პორტრეტის ავტორი კი ფრანგი მხატვარი გახლავთ.




"მონპლეზირის" ტერიტორიაზე კედლები ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ "ქარავან არტ ფორუმი 2016"-ის ფარგლებში იხატება.

ფესტივალი მიმდინარე წლის 17 მაისს დავით კაკაბაძის ეროვნულ გალერეაში გამოფენით გაიხსნა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო.

"ქარავან არტ ფორუმი 2016" 20 მაისს ლადო მესხიშვილის თაეტრში მეცო-სოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილის კონცერტით დასრულდება.
ქუთაისელი მაყურებელი ანიტა რაჭველიშვილისა და კომპოზიტორისა და დირიჟორის, ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივ პროექტს "Cross Over the World"  იხილავს, რომლის პრემიერა 2014 წელს ნიუ-იორკში გაიმართა.

"ქარავან არტ ფორუმი 2016" ქუთაისში პირველად იმართება.

პროექტის ორგანიზატორია ქუთაისის მერია.

Print