ფოტო
პრეზიდენტმა "პიკასოს ბიჭის" ქუდი მოირგო (ფოტო)
FaceBook
ქვეყნის პირველი პირი თეთრ ხიდზე "პიკასოს ბიჭის" სკულპტურით დაინტერესდა.


საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ქუთაისში ორდღიანი ვიზიტის პირველი დღე, ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში ფეხით გასეირნებით დაასრულა. 

ქვეყნის პირველი პირი თეთრ ხიდზე "პიკასოს ბიჭის" სკულპტურით დაინტერესდა.

პრეზიდენტს რეაბილიტირებულ უბანში გასეირნებისას თან ახლდნენ იმერეთის გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე და ქუთაისის მერი, შოთა მურღულია.

გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი ქუთაისში კადეტთა ლიცეუმში ვიზიტით დაიწყო, რომლის შემდეგაც მან დავით კაკაბაძის სახელმწიფო გალერეაში, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "ქარავან არტ ფორუმი 2016"-ის ფარგლებში მიმდინარე გამოფენა დაათვალიერა.







Print