ახალი ამბები
ქუთაისში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ქარავან არტ ფორუმი 2016 “ გაიმართება
FaceBook
ფესტივალი 4 დღეს გასტანს


ქუთასიში 17 მაისიდან 20 მაისამდე თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "ქარავან არტ ფორუმი 2016" გაიმართება. 

ღონისძიებები დავით კაკაბაძის სახელმწიფო გალერეაში, ისტორიული მუზეუმის შენობაში, გალერე ვარლასა და მესხიშვილის თეატრში გაიმართება.

ფესტივალი 17 მაისს 18 საათზე დავით კაკაბაძის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება.

18, 19 და 20 მაისს გაიმართება წარმოდგენები, პერფორმანსები, კონფერენციები, მხატვართა ჯგუფის პრეზენტაციები, თანამედროვე ხელოვნების გამოფენები, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ფრანგი, ლიტველი, ლატვიელი, რუსი, ბერძენი, თურქი და ქართველი არტისტები.

ფესტივალი 20 მაისს კონცერტით დასრულდება, რომელშიც საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი დავით შამანაური და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მიიღებენ მონაწილეობას.

"ქარავან არტის ფორუმი" ქუთაისში პირველად იმართება.

პროექტის ორგანიზატორი ქუთაისის მერიაა, საქართველოს კულტურის სამინისტროს პარტნიორობით. პროექტის კურატორები არიან ქარავანსარაის წარმომადგენლები შალვა ხახანაშვილი და ნინო მეტრეველი.

Print