ფოტო
ქუთაისში ე.წ. ნინოშვილის ბაღში ინფრასტრუქტურა განადგურებულია (ფოტო)
FaceBook
ბაღში მწყობრიდანაა გამოსული განათების ბოძები და დაზიანებულია საბავშვო ატრაქციონები.

ქუთაისში ნინოშვილის ქუჩაზე არსებულ ბაღში ინფრასტრუქტურა განადგურებულია.

ე.წ. ნინოშვილის ბაღში მწყობრიდანაა გამოსული განათების ბოძები და დაზიანებულია საბავშვო ატრაქციონები.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბაღში ხშირად აფიქსირებენ ვანდალიზმის ფაქტებს.

"განგებ, ვანდალურად ტეხავენ ღამის ნათურებს აზიანებენ სკამებს, ყველაფერს აფუჭებენ, " - ამბობენ ნინოშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები.

ნინოშვილის ქუჩაზე არსებული ბაღის "დიდების ბაღად" გადაკეთება იგეგმება.

ამის შესახებ ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ გასულ კვირას განაცხადა.




ნახეთ ფოტო სრულად
Print