ფოტო
გვირილობა ქუთაისში 105 წლის წინ (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში გვირილობის დღესასწაულის, როგორც საქველმოქმედო დღესასწაულის აღნიშნვა, 1911 წლიდან დამკვიდრდა.

გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა სასარგებლოდ იხარჯებოდა. 

"გვირილობა" ტარდებოდა გაზაფხულზე, აპრილის ან მაისის დასაწყისში.

"თეთრი გვირილის დღის" იდეა დაიბადა სკანდინავიის ქვეყნებში. პირველად კი, მისი აღნიშვნა და ორგანიზება მოხდა შვედეთში - 1908 წლის 1 მაისს.

პირველად გვირილობა ქუთაისში 105 წლის წინ აღნიშნეს. ფოტოზე, რომელიც ეროვნულ არქივში ინახება, ქალაქის ცენტრალურ უბანში გამართული პირველი გვირილობის საზეიმო კადრია ასახული.

"გვირილობა" გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გიმნაზიელმა გოგონებმა გვირილების გაყიდვის აქცია მოაწყვეს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულებს დახმარებოდნენ. ამ აქციას შემდგომში ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად გადაიზარდა.

წელს სადღესასწაულო ღონისძიებები 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

Print