ფოტო
თეთრი ხიდი ბოქლომებით - შეყვარებულების ახალი რიტუალი ქუთაისში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, თეთრ ხიდზე,მოქალაქეებმა ბოქლომების მიმაგრება დაიწყეს.
ბოქლომების ხიდზე მიმაგრება, როგორც ადგილზე მყოფი მოქალაქეები ამბობენ, ბოლო პერიოდში შეყვარებული წყვილების ერთგვარი რიტუალი გახდა.
"შეყვარებულები ამაგრებენ ამ ბოქლომებს ხიდზე, როგორც ვიცი სიყვარულის ნიშნად,"- ამბობს თეთრ ხიდზე მყოფი ტაქსის მძღოლი.


KutaisiPost

ფოტორეპორტაჟი ნახეთ სრულად

სიყვარულის ბოქლომების ტრადიცია ჩინეთიდან დაიწყო, ევროპაში კი 2000 წლიდან გავრცელდა. დღეს "ბოქლომების ხიდს" პარიზში, ფლორენციაში, სევილიაში, ლონდონსა და ევროპის სხვა დიდ ქალაქებშიც შეხვდებით. ამ ხიდებზე უკვე ათასობით შეყვარებულმა შეჰფიცა ერთმანეთს სიყვარული. წყვილებმა თავიანთი ინიციალებით მოხატული ფერად-ფერადი ბოქლომები აქ სამუდამოდ ჩაკეტეს და მარადიული სიყვარულის გამოსახატად გასაღები წყალში გადააგდეს.

ანა ჯანაშია
Print