ფოტო
საახალწლო ბაზრობა ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)
FaceBook
ქუთაისში, საახალწლო ბაზრობა, ტრადიციულად, ფალიაშვილის ქუჩასა და ჯაჭვის ხიდის მიმდინარე ტერიტორიაზეა გაშლილი.

ნაძვის ხეები, ჩიჩილაკები, საახალწლო სათამაშოები, წვიმები, განათებები და პიროტექნიკა - მომხმარებელს მათი ფართო არჩევანი აქვთ.

ჩიჩილაკის ფასი 5 ლარიდან იწყება და ზომების მიხედვით, 60 ლარამდე ადის. ბუნებრივი ნაძვის ხის საწყისი ღირებულება 40 ლარია.

ახალი წლის დამაგვირგვინებლის, ფოიერვერკის ფასი კი 5 ლარიდან იწყება და 500 ლარამდე ადის.

„წვიმების ფასი 2 ლარიდან იწყება, ნაძვის ხის სათამაშოების - 1 ლარიდან (ყველა ფასიანი გვაქვს), პიროქენიკის, ასევე ლარიდან. ნაძვის ხის ნათურა, ყველაზე პატარა 5 ლარი ღირს. გვყავს მომხმარებელი, ბოლო ორი დღეა განსაკუთრებით, არ ვენდურით“,- ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

როგორია საახალწლო ბაზრობა ქუთაისში, ნახეთ ფოტორეპორტაჟი:















Print