ფოტო
ქუთაისის უბნები ძველ ფოტოებში - "სადგურის მოედანი" (ფოტო)
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" გთავაზობთ რუბრიკას სახელწოდებით "ქუთაისის უბნები ძველ ფოტოებში".

რუბრიკის ფარგლებში, თვეში ერთხელ ქუთაისის ერთი კონკრეტული უბნის ძველ ფოტოს ახალი რაკუსით შემოგთავაზებთ.

ნახეთ ქუთაისში ე.წ სადგურის მოედანი, რომელსაც სახელწოდება მიმდებარე ტერიტორიაზე რკინიგზის სადგურის არსებობას უკავშირდება.

ქუთაისში რკინიგზის სადგური მე-19 საუკუნის 70-ანი წლების ბოლოს დასრულდა.

სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა ქუთაისში დასავლეთ საქართველოში ყველაზე მსხვილი მიწათმფლობელისა და ცნობილი მეურნე ვაჭრის ალექსანდრე ანანოვის ვაჟებს, მიხრან და აბგარ ანანოვებს უკავშირდება.



Print