ახალი ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ქუთაისში (ფოტო)
FaceBook
პანდემიის გამო, ორწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა  ქუთაისში, ისევე, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ღონისძიებით მიმდინარეობს.

ქალაქის ცენტრალურ  ნაწილში გამოფენილია  საბრძოლო ტექნიკა, მოქალაქეებს, ასევე შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ ისტორიულ დოკუმენტებს, მიმდინარეობს საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებები, მოწყობილია  გასართობი სივრცეები ბავშვებისთვის.
















დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში 17 საათსა და 10 წუთზე შესრულდება საქართველოს ჰიმნი. ეს არის დრო, როცა ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

საღამოს დასკვნითი კონცერტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ: ნუცა თოფურია, გუგა მარგველაშვილი, ანა ქურთუბაძე, ლუკა ჭოხონელიძე, ომა ფავორი, გიორგი ცხადაძე, მემე ჟორდანია, გიორგი ფუტკარაძე, თამთა ხუხუნაიშვილი, მარიტა როხვაძე, სალომე ბაკურაძე და ჯგუფი ნიუტონი.

26 მაისის ღონისძიებები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით და სამინისტროების ჩართულობით ეწყობა.

საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.
Print