ფოტო
ქუთაისის მხარდაჭერა უკრაინას (ფოტო)
FaceBook
ქუთაისელები უკრაინისადმი მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ, იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარება, აქციის გამართვა თუ ბანერის გამოფენა.

უკრაინაში ომის დაწყებიდან 30 დღის შემდეგაც, ქალაქის თითქმის ყველა ნაწილში უკრაინისადმი მხარდამჭერ ბანერს ან დროშას დაინახავთ.

აღსანიშნავია, რომ ეს ღია და თვალსაჩინო მხარდაჭერა კერძო სივრცეებიდან, რიგითი მოქალაქეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მოდის. მხარდამჭერ და რუსული ოკუპაციის საპროტესტო სიმბოლოებს ნაკლებად ან საერთოდ ვერ შეამჩნევთ სახელმწიფო სტრუქტურების შენობებსა და სივრცეებში.











უკრაინაში 30 დღეა ომია. რუსი აგრესორები უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ.
Print