ფოტო
საახალწლოდ მორთული ქუთაისი (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში საახალწლოდ დამონტაჟებული გრილიანდების უმეტესობა დაზინებულია.

საახალწლო მორთულობის მონტაჟი ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა ქუთაისელებს
ძველი გრილიანდებით და ნაძვისხეებით მორთული ქალაქი არ მოსწონთ და ამბობენ, რომ ქალაქში არ იგრძნობა საახალწლო განწყობა.

ქუთაისში საახალწლოდ სულ სამი ნაძვისხე დამონტაჟდება.

ნაძვისხეები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ცისფერყანწელთა და ახალგაზრდობის ქუჩებზე დამონტაჟდება.

ყველაზე ძველი, 2007 წელს ქუთაისისთვის ნაჩუქარ ნაძვისხეს ცენტრალურ მოედანზე ააწყობენ.

ნაძვის ხეებისა და საახალწლო გრილიანდების მონტაჟს შპს "აღმდგენი" ახორციელებს.

ქუთაისის მერიამ შპს "აღმდგენს" საახალწლო მორთულობის მონტაჟისა და დემონტაჟისთვის 78 ათას ლარი უნდა გადაუხადოს.
საახალწლო მორთულობების მონტაჟი 22 დეკემბერს დასრულდება.






ფოტო ნახეთ სრულად:

Print