ფოტო
დაიცავი შენი წილი მიწა - ფართომასშტაბიანი აქცია ნამახვანჰესის წინააღმდეგ (ფოტო)
FaceBook
"დაიცავი შენი წილი მიწა" - ქუთაისში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა.

რიონის ხეობაში გიგანტური ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ეს რიგით მეორე საპროტესტო აქციაა, რომელიც ქუთაისში გაიმართა.

"თავიდან ვიდექით ხუთი ადამიანი. Ახლა ვდგავართ ათასობით იმიტომ, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს. Სიმართლით აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიიატორმა ვარლამ გოლეთიანმა.

ხეობის მცველებს მხარდაჭერა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა ადამიანებმა გამოუცხადეს.

მათ მთავარ მოთხოვნას, რომელიც ჰესების მშენებლობის შეწყვეტას გულისხმობს, კიდევ ერთი მოთხოვნა - ეკონომიკის მინისტრის გადადგომაც დაემატა.

„მკაფიოდ ვაცხადებთ, ნუ ითამაშებენ ადამიანების ნერვებზე! ყველაფერს აქვს საზღვარი, ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი იყოს მშვიდობიანი ფორმით, მაგრამ თუ ისინი შეეცდებიან არ გაითვალისწინებენ ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოგვიწევს ხელის შეშლა მათთვის. თუკი ვინმე დააპირებს ხვალ ტრაქტორი დაქოქოს, რომელიც ჩვენთვის ტანკია, გადავუდგებით წინ", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

რიონის ხეობის "მცველები" და მათი მხარდამჭერები ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტის 141-ე ღამეს ქუთაისის ცენტრში გაათევენ.
ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციამ ქუთაისიდან შესაძლოა თბილისში გადაინცვლოს.

რიონის ხეობის "მცველების" განცხადებით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუკი მთავრობა მათ მოთხოვნას - ეკონომიკის მინისტრის ნათია თურანავას გადადგომას და ტერიტორიიდან "ენკას" გასვლას არ გაითვალისწინებენ.


რიონის ხეობის "მცველებს" მხარდაჭერა საქართველოს სხვადსხვა კუთხიდან გამოუცხადეს



























რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

მხარეებს შორის დიალოგი მას შემდეგ დაიწყო, რაც რიონის ხეობის მცხოვრებლებმა 28 თებერვალს ქუთაისში ფართომასშტაბიანი აქცია გამართეს. მათ პროტესტს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაც შეუერთდნენ. რის შემდეგად მინისტრები პრემიერ-მინისტრის დავალებით ხეობაში ჩავიდნენ, სადაც გადაწყდა, რომ მხარეები გიგანტური ჰესების მშენებლობის საკითხს დეტალურად განიხილავდნენ. თუმცა, 12 მარტის შეხვედრაზე აღმოჩნდა, რომ მინისტრები რიონის მკვიდრებთან საუბარს არ აპირებენ.

Print