ახალი ამბები
როგორ გამოიყურება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, საერთაშორისო საუნივერსიტეტო კომპლექსის  რამდენიმე კორპუსის მშენებლობა  თითქმის დასრულებულია.
სასწავლებელი დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების და ჯანდაცვის მინისტრებთან - მიხეილ ჩხენკელსა და ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად დაათვალიერა.



უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი

სტუდენტის საცხოვრებელ ოთახში არსებული სამზარეულო

კორიდორი

საძინებელი



შეხვედრების სივრცე


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რომელსაც სტუდენტები ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა მიეღო, სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.

სექტემბრისთვის სამი კორპუსი, ორი სტუდენტთა საცხოვრებელი და სასწავლებლის ადმინისტრაციულ-აკადემიური შენობა ჩაბარდება.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ფონდი "ქართუს" დაფინანსებით შენდება. 60 000 სტუდენტზე გათვლილი უნივერსიტეტის მშენებლობის პროექტი, 2016 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრეობდა. პრეზენტაციის დროს აცხადებდნენ, რომ სასწავლებელი სტუდენტთა პირველ ნაკადს 2019 წელს მიიღებდა.
Print