ფოტო
ქუთაისის უნივერსიტეტი, რომელიც გასულ წელს უნდა გახსნილიყო,ახლა შენდება (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რომელსაც სტუდენტები ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა მიეღო, სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.

.წ. მუხრანის დასახლებაში,  საუნივერსიტეტო კომპლექსის რამდენიმე კორპუსი თითქმის დასრულებულია, შენობების ნაწილის ამოყვანა კი ახლა მიმდინარეობს. ადგილზე დასაქმებულებმა გვითხრეს, რომ ობიექტი სრულად ოქტომბერში უნდა დასრულდეს. სასწავლებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში
ქუთაისიპოსტს განუმარტეს, რომ სექტემბრისთვის სამი კორპუსი, ორი სტუდენტთა საცხოვრებელი და სასწავლებლის ადმინისტრაციულ-აკადემიური შენობა  ჩაბარდება.

"პირველ ეტაპზე 1000 სტუდენტის ადგილია და შესაბამისად,
ამ ადამიანებისთვის იქნება საცხოვრებელი მოწყობილი", -  განმარტავენ  უნივერსიტეტის პრესსამსახურში.


ერთ-ერთი კორპუსი, სადაც სტუდენტებმა უნდა იცხოვრონ


კორპუსებთან დამაკავშირებელი ხიდი

აქ ლექტორთა საცხოვრებელი ეწყობა

ჯერ არაშენებულ უნივერსიტეტში სტუდენტების მისაღებად ღია კარის დღე თბილისში გაიმართა. 60 000 სტუდენტზე გათვლილი უნივერსიტეტის მშენებლობის პროექტი, 2016 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი  ესწრეობდა. პრეზენტაციის დროს აცხადებდნენ, რომ სასწავლებელი სტუდენტთა პირველ ნაკადს 2019  წელს მიიღებდა.



Print