ფოტო
დაცლილი "მწვანე ბაზარი" ქუთაისში (ფოტო)
FaceBook
კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის დადგენილებით, აგრარული ბაზრები დაიხურა.
ქუთაისში სულ სამი აგრაგრული ბაზარია.

შპს "იმერეთის" გენერალური დირექტორის თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ ბაზრობაზე დასაქმებულთა ნაწილი ე.წ კეჩის ბაზრობაზე არსებულ მაღაზიებში გადაანაწილეს.

დახურულია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული ე.წ. მწვანე ბაზარიც, სადაც მხოლოდ ბაზრის შიგნით არსებული მაღაზიები აგრძელებენ მუშაობას.


ხალხმრავალი ბაზრის ნაცვლად დღეს ადგილზე მხოლოდ ცარიელი დახლებია.

ქუთაისის ცენტრალური ბაზარი

დაკეტილი ცენტრალური ბაზარი ქუთაისში






ადგილზე მხოლოდ ბაზრის შიგნით არსებული მაღაზიები ფუნქციონირებს.


საქართველოში საგანგებო მდგომარება 21 მარტს გამოცხადდა, 31 მარტიდან კი საყოველთაო კარანტინის წესები მოქმედებს.
Print