კორონავირუსი
რა იკრძალება საყოველთაო კარანტინის დროს
13:52 / 31.03.2020
პანდემიის გამო საქართველოს მთელ
ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა,
რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა.
საყოველთაო კარანტინის დროს საგანგებო მდგომარეობის
ვადით, 21 აპრილამდე იკრძალება:
– კარანტინის ფარგლებში, 21:00 საათიდან - 06:00 საათამდე სასურსათო
მაღაზიების მუშაობაც იკრძალება.
– საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება 21:00 საათიდან 06:00
საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო
საშუალებით.
– ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება
– საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება სატრანსპორტო საშუალებით
3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. ამასთან, მგზავრები
უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს
– შეკრებებისა და მანიფესტაციების, აგრეთვე საჯარო სივრცეში თავშეყრის
შეზღუდვა
იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 3 პირზე მეტი
რაოდენობით
იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 3-ზე
მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაგ.: ქელეხი, ქორწილი და სხვა
მსგავსი ღონისძიებები
– აეკრძალოთ 70 წლისა და მეტი ასაკის პირებს
ფაქტობრივი/რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის დატოვება.
გადაადგილების ასაკობრივი შეზღუდვა
– იზღუდება ეკონომიკური საქმიანობა
– კომერციული ბანკების საქმიანობა
– საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება ღვინისა და ყურძნისეული
წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმლის, აგრეთვე სპირტიანი სასმლისა და
ლუდის სარეალიზაციო ობიექტების ფუნქციონირება.
– საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება რესტორნების,
საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებში/ორგანიზაციებში
არსებული კვების ობიექტების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ ადგილზე
მიტანის ან პროდუქტის სატრანსპორტო საშუალებით გატანის (ე. წ.
"დრაივის") მომსახურებით სარეალიზაციო სივრცეში მომხმარებლის დაშვების
გარეშე.
მასალის გამოყენების პირობები