ფოტო
დანაშაული და სტატისტიკა (ინფოგრაფიკა)
FaceBook
გასულ წელთან შედარებით, მომატებულია ოჯახური ძალადობის, ყაჩაღობის, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის და ქრთამის აღების ფაქტები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2015 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა. შსს მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდში, საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 23 550 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 13 307 დანაშაული.
სამინისტროს ასევე, აქვეყნებს წინა წლის დანაშაულის მაჩვენებლებს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მასშტაბით სულ 24 673 დანაშაული დაფიქსირდა.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ გასულ წელთან შედარებით მომატებულია ოჯახური ძალადობის, ყაჩაღობის, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის და ქრთამის აღების ფაქტები: 

KutaisiPost


დეა მანაგაძე
Print