ფოტო
დამტვრეული სკამები და დაზიანებული ურნები ქუთაისის ცენტრალურ ბაღში (ფოტორეპორტაჟი)
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, რომლის რეკონსტრუქციაც მერიამ გაურკვეველი ვადით გადადო, დამტვრეულია  სკამები და დაზიანებულია სანაგვე ურნები. სკამებზე ხის საფარი ნაწილობრივაა შემორჩენილი, ურნების ნაწილი კი უფუნქციოა.
ბულვარის ტერიტორიაზე დაზიანებულია ბეტონის კონსტრქუციები, ჯებირები დ კიბეები.

ქუთაისის მერიამ ცენტრალური ბაღის რეკონსტრუქცია წელიწადნახევრის წინ დაანონსა, თუმცა, ახლა აცხადებენ, რომ თანხა არც ბიუჯეტშია და პროექტის დაფინანსებისთვის არც რეგიონალური განვითარების ფონდისთვის მიუმართავთ.

როგორ გამოიყურება ქუთაისის ბულვარი დღეს, ნახეთ ფოტორეპორტაჟი.  










Print