ფოტო
როგორ გამოიყურება გარემონტებული თოჯინების თეატრი გახსნამდე რამდენიმე კვირით ადრე (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის თოჯინების თეატრი, სავარაუდოდ, დეკემბრის დასაწყისში გაიხსნება. 


როგორც თეატრში განმარტავენ, ძირითადი სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულებულია.  მიმდინარეობს დალაგება და დეტალების დამუშავება. 

„იმ სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო რაც არ იყო გათვალისწინებული. კედლები რომ ჩამოშალეს აღმოჩნდა რომ შენობას რკინა-ბეტონით გამაგრება ჭირდებოდა. ამიტომ გაგრძელდა სამუშაოები გათვალისწინებულზე დიდხანს“, - ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან გაბრიჭიძე.

თოჯინების თეატრის რეკონსტრუქციის გადაწყვეტილება 2017 წელს მიიღეს. 

2018 წელს რემონტისთვის კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 534 650 ლარი გამოყო.


ტენდერი რამდენჯერმე გამოცხადდა საბოლოოდ სამუშოები შპს „ტოჩმა“ განახორციელა.
თეატრის რეკონსტრუქცია 580500 ლარი დაჯდა.



თოჯინების თეატრის ჭიშკარი და „სიყვარულის კიბე“



თოჯინების თეატრის კარი შიდა ეზოს მხრიდან



თეატრის დარბაზი და განათების აპარატურა



თოჯინების თეატრის შიდა ეზო



თოჯინების თეატრის ეზო



თეატრის სარეპეტიციო



თეატრის კოშკურა
Print