ფოტო
წყალტუბოს სანატორიუმები დღეს (ფოტო)
FaceBook
საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი პოპულარული კურორტი დღეს ნგრევის პირასაა.
სანატორიუმებისა და სასტუმროების ნაწილში დევნილები არიან შესახლებულები.

ნახეთ ქუთაისიპოსტის ფოტომასალა:



სანატორიუმი "მედეა"




1993 წლიდან სანატორიუმი ,,მედეა'' დღემდე წარმოადგენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელს.



სანატორიუმ ,,აიას''  მშენებლობა 1970 წელს დაიწყო  და 1985 წლის 28 აპრილს დასრულდა . ის აშენდა საბჭოთა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ,
კონსტრუქციულად მისი ინტერიერი და ექსტერიერი სამკუთხედების ფორმებშია შესრულებული.





მთავარი შენობა არის 6 სართულიანი. მასში იყო განთავსებული ერთ და ორ ადგილიანი საძინებლები, რომლებიც 270 დამსვენებელი ეტეოდა. ყველა საძინებელს ჰქონდა აივანი, ყველა სართულზე იყო განთავსებული ვერანდები. პირველ სართულე იყო განთავსებული ფოიე, სახურავზე - საბილიარდე და აეროსოლარიუმი.




სანატორიუმი ,,აია''



სანატორიუმი ,,სამგურალი'' აშენდა 1974 წელს.



სანატორიუმი ,,სამგურალი''



სანატორიუმი ,,მეშახტე''

ის გათვლილი იყო 350 დამსვენებელზე. გაიხსნა 1952 წელს




სანატორიუმი "ივერია"

იგი გათვლილი იყო 300 დამსვენებელზე. გაიხსნა 1962 წელს





პანსიონატი ,,სავანე''



სანატორიუმი ,, თბილისი''
გათვლილი იყო 240 დამსვენებელზე

წყალტუბოს სანატორიუმებში დღემდე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულები ცხოვრობენ.

ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს სანატორიუმებს ყიდულობს.
ამის შესახებ ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა.

Print