ფოტო
ქალები თვითმმართველობაში: გენდერული ბალანსი დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში (ინფოგრაფიკა)
FaceBook
ქალი საკრებულოს თავმჯდომარე მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტს, ონისა და ხარაგაულის საკრებულოებს ჰყავს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" დასავლეთ საქართველოს 37 მუნიციპალიტეტში ქალთა წარმომადგენლობის შესახებ კვლევა წარმოადგინა.
კვლევის მიხედვით, 37-ვე თვითმმართველ ერთეულში საკვანძო თანამდებობებზე ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი. მათ უმრავლესობას არ უკავია მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მისაღებად აუცილებელი თანამდებობები.
ასევე, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, დასავლეთ საქართველოს საკრებულოებში 1086 მანდატიდან, ქალებმა სულ 134 მანდატი მოიპოვეს, რაც საერთო რაოდენობის 12 %-ია.
დასავლეთ საქართველოს იმ მუნიციპალიტეტებს შორის, რომლებიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" კვლევაში მოხვდნენ, ქალი საკრებულოს თავმჯდომარე მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტს, ონისა და ხარაგაულის საკრებულოებს ჰყავს.

KutaisiPost
დეა მანაგაძე
Print