ფოტო
ცენტრალური მოედნიდან პარლამენტამდე - ფოტორეპორტაჟი
FaceBook
ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე დაწყებულმა პროტესტმა პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა.

აქციის მონაწილეებმა ბანერი წარწერით "მე საქართველოდან ვარ, ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთს მიერ", პარლამენტის შენობასთან მიიტანეს. ეს გადაწყვეტილება აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ცენტრალურ მოედანზე აღნიშნული ბანერის გაშლის უფლება სამართალდამცავებმა არ მისცეს. პარლამენტთან აქციის მონაწილეებს პოლიცია დახვდა, თუმცა, მათ აქტივისტებისთვის ბანერის გაშლაში ხელი არ შუშლიათ. იმის გამო, რომ პარლამენტთან ყველა გარეგანათება გათიშული იყო, აქციის მონაწილეები ტერიტორიას ავტომანქანების ფარებისა და ტელეფონების შუქით ანათებდნენ.


















ქვეყნის მასშტაბით აქციები მეორე დღეა მიმდინარეობს.

მოქალაქეების პროტესტის მიზეზი საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლური ასამბლეის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება და სესიის რუსულ ენაზე წაყვანა გახდა.

პროტესტის ტალღამ თითქმის ყველა ქალაქი მოიცვა. 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, თუმცა, სამართალდამცველებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს. აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული იქნა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი.

რუსთავლეზე განვითარებული მოვლენების შედეგად 240 ადამიანი დაშავდა. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო მედიის 31-მა წარმომადგენელმა. თანამდებობა უკვე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, თუმცა, აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ეს საკმარისი არ არის და პოსტიდან უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარიაც.
Print