ფოტო
კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან
FaceBook
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, აფეთქების შედეგად, რამდენიმე ბინა დაზიანდა.

სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, აფეთქება დილის 5 საათზე მოხდა. ადგილობრივების თქმით, ძლიერ ხმა გაიგონეს. 

შემთხვევის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მეორე სართულზე საცხოვრებელი ბინა კი დაიწვა. 






















იმ ოჯახებს, რომლებიც ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, ქუთაისის მერია დროებით, საცხოვრებლად სასტუმროში გადაიყვანს - ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს. 

მათი განცხადებით, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

პოლიციამ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.


ამავე თემაზე:

"ამბობენ, ბენზინი შეიტანა სახლშიო" - ქუთაისში მომხდარი აფეთქების დეტალები
Print