ფოტო
სამტრედია დღეს (ფოტო)
FaceBook
სამტრედიის მუნიციპალიტეტი 15 ადმინისტრაციულ ერთეულს აერთიანებს, რომელშიც 47 სოფელი შედის.

სამტრედია მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ქუთაისიდან დასავლეთით 27 კილომეტრზე. ქალაქი 40,76 კვადრატულ კილომეტრზეა გაშენებული.
სამტრედია ისტორიულ წყაროებში იხსენიება XVIII საუკუნის II ნახევრიდან, როგორც სოფელი სამტრედია. 1871-1872 წლებში თბილისი-ფოთის რკინიგზის მშენებლობამ გაზარდა სამტრედიის მნიშვნელობა. ამ პერიოდიდან სამტრედია მოხსენიებულია როგორც დაბა. 1873 წელს სამტრედიაში 81 კომლი ცხოვრობდა, უკვე 1893 წელს კი - 370 კომლი. 1919 წლის ბოლოსთვის მოსახლეობამ 12000 კაცი შეადგინა. ამჟამად სამტრედიაში 29761 მოსახლეა.
ადრე სამტრედიაში რამდენიმე ფაბრიკა იყო: შოკოლადის, ჩაის გადამამუშავებელი და ხის გადამამუშავებელი. ეს უკანასკნელი იყო უდიდესი, სადაც მუშა-მოსამსახურეთა რაოდენობა  1600 კაცს აღემამატებოდა. გარდა ამისა, სამტრედიაში კარგად იყო განვითარებული სოფლის მეურნეობაც. სოფლის მეურნეობას ახლაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აღნიშნულ ტერიტორიაზე. სამტრედიაში მოდის გოგირდოვანი წყლები.

KutaisiPost
როგორია თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ნახეთ ფოტორეპორტაჟი.
Print