ახალი ამბები
ქუთაისის ქუჩები გვირილობის დღესასწაულამდე ორი დღით ადრე (ფოტო)
FaceBook
ქუთაისი გვირილობის დღესასწაულს გადაკეტილი და ამორტიზებული ქუჩებით შეხვდება. ქალაქის ცენტრალურ  გზებზე მოძრაობა  სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო არის შეფერხებული.  ქუჩების ნაწილი კი იმდენადაა დაზიანებული, რომ ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ.

ორმაისობის დღესასწაულზე ნაწლობრივ გადაკეტილი იქნება რუსთაველისა და ტაბიძის ქუჩები.  სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს ასათიანის ქუჩაზე.

სამუშაოების გამო,  თითქმის ერთი თვეა როგორც საქალაქო ტრანსპორტი, ასევე, კერძო ავტომანქანების მძღოლები   ალტერნატიული ქუჩებით სარგებლობენ.

რუსთაველის გამზირი ორი კვირის წინ გადაიკეტა

რუსთაველის გამზირზე შეზღუდვების მოსხნას მერია ორ კვირაში  აანონსებს

რუსთაველზე გადაკეტილი გზის გამო ავტომანქანები ალტერნატიული ქუჩით გადაადგილდებიან

მოძრაობა გადაკეტილია "ზასტავიდან" ქალაქის ცენტრის მიმართულებით

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადაკეტილია ტაბიძის ქუჩაც

ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოები  ერთი თვეა მიმდინარეობს

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ასათიანის ქუჩაზეც

გუგუნავას ქუჩა - ცენტრალური ქუჩების მსგავსად  გზა ამორტიზებულია გარეუბნებშიც

ამორტიზებულია გზა ბესიკის ქუჩაზე, თუმცა, აქ სამუშაოები არ მიმდინარეობს

სამუშაოები არ მიმდინარეობს არც აღმაშენებლის ჩიხში
Print